ს/ს ,,იავნანა" დედათა და ბავშვთა ცენტრი

ქ.გორი, ჭავჭავაძის ქ.104


გჰგჯგ

პირველი შვილის დაბადება განსაკუთრებული მოვლენაა. ის რადიკალურად ცვლის ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრებას. ამ დროს ახალბედა მშობლებს უამრავი შეკითხვა უჩნდებათ. მრავალი მათგანი შესაძლოა უცნაურიც კი მოგეჩვენოთ.


საჭიროა თუ არა ბავშვის შეხვევა, შეკვრა?
გააჩნია, რას გულისხმობს მშობელი "შეხვევაში". რა თქმა უნდა, პატარას ეგვიპტურ მუმიასავით შეფუთვა არ შეიძლება.

ბავშვი გარესამყაროს შეგრძნებების საშუალებით შეიცნობს. უნდა ვეცადოთ, არ წავართვათ მას ამის საშუალება. გარდა ამისა, პაწაწინა ხელ-ფეხის ერთი შეხედვით ქაოსური მოძრაობა შესანიშნავი ფიზიკური ვარჯიშია. ასე ითვისებს ბავშვი საკუთარი სხეულის მართვის რთულ მექანიზმს. როდესაც შვილისთვის ტანსაცმელს არჩევთ, ეცადეთ, ის კარგად იყოს მორგებული: წოლისას ზურგზე არ ნაოჭდებოდეს. პამპერსიც შესაფერისი ზომისა უნდა იყოს - არც მეტისმეტად პატარა და არც ზომაზე დიდი.

Make your free website at Beep.com
 
The responsible person for the content of this web site is solely
the webmaster of this website, approachable via this form!